ფეხბურთი

23:42 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ფანების შოკისმომგვრელი მესიჯი ტურინული დერბის წინ: "მოკალით ისინი"

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში ტურინული დერბი გაიმართება, რომლის მასპინძელი „ტორინო“ იქნება.

ცხადია, „ხარების“ ტიფოზებს „იუვენტუსი“ გულზე არ ეხატებათ და ყველაზე მეტად სძულთ. „ტორინოს“ ბაზაზე გამოჩნდა შოკისმომგვრელი ბანერი: „მოკალით!“

„ტორინოს“ ტიფოზების მესიჯი ფეხბურთელებისადმი გასაგებია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე კორექტული ფორმით.

შეგახსენებთ, „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ დერბი დელა მოლე 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. ორივე გუნდს 6 ტურის შემდეგ 8-8 ქულა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121367