ფეხბურთი

21:47 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას კონფერენს ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლანგი დაასახელეს

უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "ბაზელის" მცველი მიხაელ ლანგი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა "ალმატისთან" მოგებულ (4:2) მეორე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ლანგმა 17 შეხვედრა ჩაატარა და სეზონის პირველივე გოლები კონფერენს ლიგაზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11847