ფეხბურთი

20:55 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასურასი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" შემტევი გეორგიოს მასურასი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მასურასმა "ფენერბაჰჩესთან" სტუმრად მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბერძენმა რვა მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამჯერ თანაგუნდელებს გაუკეთა შედეგიანი გადაცემა.

0.117057