ფეხბურთი

1:33 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "ჩავიმ "ბარსელონას" მწვრთნელობაზე ახლა უარი უნდა თქვას"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ფიქრობს, რომ ჩავიმ „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე ახლა უარი უნდა თქვას. ურუგვაელის აზრით, „ბარსას“ რთული მდგომარეობა ჩავის დასაბრუნებლად და შესაფერისი მომენტი არ არის.

„როგორც ფეხბურთის გულშემატკივარმა და იმის მცოდნემ, თუ რას მიაღწია მან, როგორც ფეხბურთელმა, არ ვფიქრობ, რომ ახლა „ბარსელონა“ უნდა ჩაიბაროს, დღეს, ხვალ ან ზეგ. ის ჭკვიანია და იცის, რომ კლუბს სირთულეები აქვს. ამიტომ, შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი გახდება, სხვა ვითარებაში დაბრუნების შემთხვევაში ის ისეთივე დიდი მწვრთნელი გახდება, როგორც ფეხბურთელი იყო“, - თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, სუარესმა და ჩავიმ „ბარსელონაში“ ერთად მხოლოდ ერთი სეზონი, 2014-2015 წლებში ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108002