ჭადრაკი

0:56 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდა და გამარჯვება არ გასჭირვებია. გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებმა 3.5:0.5 მოიგო, ხოლო მეორე დუელში ფრე დაფიქსირდა (2:2), რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი იცავენ.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ნახევარფინალში 1 ოქტომბერს, ინდოეთის ნაკრებს შეხვდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს და რვა ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

0.131238