ფეხბურთი

23:32 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგისთვის იტალიის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“, რომელიც სწორედ იტალიის ორ ქალაქში, მილანსა და ტურინში გაიმართება, ცნობილია.

რობერტო მანჩინიმ 23 ფეხბურთელი გამოიძახა და აქცენტი იმ მოთამაშეებზე გააკეთა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გამონაკლისი მხოლოდ „რომას“ კაპიტანი ლორენცო პელეგრინია, რომელსაც ევრო 2020 ტრავმის გამო გაუცდა. ევროპის ჩემპიონებიდან კი ერთა ლიგის ტიტულისთვის ალესანდრო ფლორენცი, გაეტანო კასტროვილი, ლეონარდო სპინაცოლა და ანდრეა ბელოტი ვერ იბრძოლებენ. ყველა მათგანი ტრავმირებულია და მანჩინის არჩევანი ამითაც არის განპირობებული.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ლიონი, საფრანგეთი), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: დომენკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო)

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები 6 ოქტომბერს, მილანში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე წყვილში საფრანგეთი და ბელგია ითამაშებენ. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111795