ჭადრაკი

18:35 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველომ ჯგუფში უკრაინის, ყაზახეთის, Fide Americas-ის, გერმანიის და პოლონეთის გუნდებს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5 მატჩიდან 8 ქულა დააგროვა, 3 შეხვედრა მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრებია, რომელმაც A ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

0.110732