ფეხბურთი

14:20 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: „მეხუთე გოლის შემდეგ, კიდევ გვინდოდა გატანა“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, კიევის „დინამოსთან“ 5:0 გამარჯვების შემდეგ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მეტი შეგვიძლია. მეხუთე გოლის შემდეგ კიდევ გვინდოდა გატანა.

შედეგით კმაყოფილი ვარ. სწრაფი გოლის შემდეგ კონცენტრაციისა და ყურადღების შენარჩუნება ადვილი არ არის. ყველა გემოვნების ბურთი გავიტანეთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სალუთარ კარში არ გავუშვით გოლი.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.117926