ფეხბურთი

11:03 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "წაგებას არ ვიმსახურებდით, ქულების დაკარგვა საგანგაშოა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტირასპოლის „შერიფთან“ სენსაციური მარცხი (1:2) უიღბლობას დააბრალა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, მის გუნდს წაგება არ დაუმსახურებია.

„ცოტა ვნერვიულობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გაგვიმართლა. მცირე დეტალები ძვირად დაგვიჯდა. გოლები კონტრშეტევისა და აუტის შედეგად გავუშვით. კარში ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთში იღბალი ზურგს გაქცევს. მათთვის ყველაფერი კარგად წარიმართა, ჩვენთვის კი, პირიქით. თამაშს ვაკონტროლებდით, თუნდაც ინტენსივობა იდეალური არ ყოფილიყო. 3 ქულის დაკარგვა საგანგაშოა, ჯგუფში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ 3 ქულით მეორე ადგილი უკავია, ჯგუფს კი 6 ქულით ყველასთვის მოულოდნელად ტირასპოლის „შერიფი“ ლიდერობს. „ინტერსა“ და „შახტარს“ ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვთ მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113797