ფეხბურთი

12:44 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "მოედანზე საუკეთესო მსაჯი არ იყო"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, შემდეგ კი მსაჯის, ჯუნეთ ჩაქირი გააკრიტიკა.

„დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგ შედეგთან ახლოს ვიყავით. პირველი გოლის გაშვების დროს თავის დაცვა უკეთ შეგვეძლო. ვწუხვარ, რადგან ბიჭებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღეს და ეს მარცხი ჯგუფში ჩვენს ვითარებას ართულებს.

თამაშმა გვაჩვენა, რომ ჩვენ იქ ვართ, მაგრამ რაღაც გვაკლია, რომელიც განსხვავებას ქმნის. ნახევარი საათის განმავლობაში შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ, შემდეგ კი რიცხობრივი უმცირესობის გამო ტანჯვა მოგვიწია. დასანანი მარცხია გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვისაც, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშეთ. ამან მომდევნო მატჩებისთვის რწმენა უნდა მოგვცეს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამ დონეზე კარგად გამოსასვლელად უფრო მეტია საჭირო.

მსაჯი? პენალტის მომენტში ჩანს, რომ ბურთს ხელით პირველი მეტოქე ეხება, რაც შეეხება კესის გაძევებას, ვფიქრობ, 30-ე წუთზე ზედმეტი იყო მეორე ყვითელი ბარათის მიცემა. რა თქმა უნდა, მოედანზე საუკეთესო მსაჯი არ ყოფილა“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანს“ ორ ტურში 0 ქულა აქვს და ისტორიაში პირველად ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ორი მატჩიდან ვერცერთი. მომდევნო ტურში სტეფანო პიოლის გუნდი „პორტუს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ერთი ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112121