ფეხბურთი

0:59 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტირასპოლის "შერიფმა" მადრიდში "რეალს" მოუგო!

ტირასპოლის „შერიფი“ ისტორიის წერას აგრძელებს და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“, მადრიდში მოუგო! იური ვერნიდუბის გუნდს საოცნებო პერიოდი აქვს - ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მერე პირველივე თამაში დონეცკის „შახტარს“ 2:0 მოუგო და ახლა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალსაც“ აჯობა.

შესაძლოა, ამის დაჯერება რთულია, მაგრამ რეალობაა - „შერიფი“ D ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი!

ტირასპოლელებმა „რეალთან“ ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს და მართალია, 65-ე წუთზე კარიმ ბენზემამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. ამის შემდეგ მოლდოველებს ჯერ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო 90-ე წუთზე მეორეც გაიტანეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

„რეალი“ – „შერიფი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 იახშიბაევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (90)

0.113749