ფეხბურთი

20:12 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი გარდაიცვალა

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი როჯერ ჰანტი 83 წლის ასაკში გარდაიცავალა.

მან კარიერის უმეტესი ნაწილი „ლივერპულში“ გაატარა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის ჩემპიონატში - 404 მატჩი და 244 გოლი. საერთო ჯამში „წითლების“ რიგებში მის აქტივში 492 თამაში და 285 გოლია. მხოლოდ იან რაშს აქვს უკეთესი შედეგი - 346 გოლი. ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰანტმა 34 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, 1966 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

0.119042