ფეხბურთი

15:56 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ კანტე გამოაკლდა

„ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, გუნდის ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს: ჩემპიონთა ლიგისას „იუვენტუსთან“ და პრემიერლიგისას „საუთჰემპტონთან“ - გვამცნობს Goal.com.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი შუახაზელი ამ შეხვდრებს კორონავირუსის გამო დააკლდება. შეგახსენებთ, რომ კანტე აგვისტოში მიღებული ტრავმის კვალად, „ლურჯებს“ პირველად პრემიერლიგის მატჩში დაუბრუნდა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ (3:0) 19 სექტემბერს. შემდეგ კი ავად გახდა და როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი აქვს.

„იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, ხვალ, 29 სექტემბერს გაიმართება ტურინში და თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება.

„საუთჰემპტონთან“ პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა კი 2 ოქტობერს ჩატარდება ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე“ და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

0.111978