ფეხბურთი

21:40 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლოს უხამსი ჟესტის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. იტალიელმა ფეხბურთელმა რომაულ დერბიში „ლაციოს“ ფანებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

ძანიოლის „არწივების“ გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში სიტყვიერ შეუარცხყოფას აყენებდნენ, რაზეც მან შური იძია და როცა მოედნიდან გვირაბში უნდა შესულიყო, გულშემატკივრებს არცთუ სასიამოვნო ჟესტი უჩვენა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არაა გამორიცხული ნიკოლო სადისციპლინო კომიტეტმა ამის გამო დასაჯოს.

შეგახსენებთ, „რომამ“ ლაციოსთან“ 2:3 წააგო და მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138907