ფეხბურთი

15:44 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ "მანჩესტერ სიტისთან" შესაძლოა ითამაშოს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა „მანჩესტერ სიტისთან“ ითამაშოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში მოახერხა, რაც ნიშნავს, რომ კარგადაა.

სავარაუდოდ, მესი პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ შეცვლაზე თამაშს შეძლებს.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის მუხლის ტრავმის გამო საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მოუწია. მას პსჟ-ში 3 თამაში აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.

0.117693