ფეხბურთი

15:09 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ბელგიური „გენტის“ ქომაგების გამოკითხვით „სერკ ბრიუგესთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა. ამის შესახებ „ბუფალოს“ ვებგვერდი იტყობინება.

ჩაკვეტაძემ „სერკ ბრიუგესთან“ 78 წუთი ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა, რამაც „გენტს“ გამარჯვება მოუტანა (2:1).

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ზედიზედ ორჯერ სასტარტოში თამაში, კიდევ უფრო დადებითის ნიშანია. „გენტის“ აქტივში 9 ტურის თავზე 11 ქულაა და მე-12 პოზიციაზეა, 3 ოქტომბერს, კი „ანტვერპენს“ დაუპირისპირდება.

0.116117