ფეხბურთი

11:02 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მსაჯმა და VAR-მა რომაული დერბი დაანგრიეს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლაციოსთან“ რომაულ დერბიში განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, შეხვედრაზე გავლენა მსაჯებმა იქონიეს და გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

„მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს რაც ვესაუბრე, ჩვენს შორის დარჩება. პირველ რიგში მინდა დადებითზე ვილაპარაკო - იტალიურ ფეხბურთში სერიოზულად გაუმჯობესდა შემტევი ფეხბურთის ხარისხი და გუნდების გამარჯვების მიღწევის სურვილი. ეს იყო შესანიშნავი მატჩი, მაგრამ მსაჯები და VAR-ი თამაშის დონეს არ შეესაბამებოდნენ. „ლაციოს“ მეორე გოლამდე ანგარიში 0:2-ის ნაცვლად 1:1 გამხდარიყო, მაგრამ იმ ეპიზოდში, როგორც მთავარმა მსაჯმა, ისე VAR-მა შეცდომა დაუშვეს. ლუკას ლეივა მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა და შეიძლებოდა ამას თამაშზე გავლენა მოეხდინა. მსგავსი ეპიზოდისთვის პელეგრინიომ ოთხი დღის წინ წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ დღეს მსაჯს არაფერი უჩვენებია.

მოედანზე საუკეთესო გუნდი „რომა“ იყო და ვდომინირებდით. სამი გოლი გავუშვით და ეს ნიშნავს, რომ შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ მეორე და მესამე გოლი კონტრშეტევებზე გაგვიტანეს. ამ მატჩში გადამწყვეტი მსაჯი იყო, იტალიაში 10 წლის წინანდელთან შედარებით ფეხბურთი განვითარდა, მაგრამ მსაჯობა იგივეა. მსაჯმა და VAR-მა ეს ფანტასტიკური თამაში დაანგრიეს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომა“ სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112379