ძიუდო

19:26 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრიზე ლუკა მაისურაძემ საქართველოს მეორე მედალი მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა 90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა შეძლო, სადაც წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლუკამ ზაგრებში იტალიელი ჯენარო პირელი, ნიდერლანდელი იესპერ სმანკი და უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს გაეჯიბრა, გაფრთხილებებით წინ იყო, მაგრამ საბოლოოდ იპონით მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, ზაგრების გრან პრიზე საქართველოს 4 ძიუდოისტი წარმოადგენდა და ორმა მედალი მოიპოვა. მაისურაძემდე ოქროს მედალს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113481