ძიუდო

17:58 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ფინალშია

ზაგრების გრან პრიზე საქართველოს მეორე ოქროს მედლის შანსი აქვს. 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდა.

მან ფინალამდე იტალიელი ჯენარო პირელი, ნიდერლანდელი იესპერ სმანკი და უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს გაეჯიბრება და ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113721