სხვა

11:00 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "მსაჯს ვუთხარი - თუ შეატყობ, რომ ვკვდები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამაჩერე"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ბრაზილიელი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ბრძოლის დასრულების შემდგომ ოქტაგონზე მცირე კომენტარი გააკეთა.

"მე მტკივა, ამ დროს ყველა დაზარალებულია. მე ვიღებ ბრმა დარტყმას - მაგრამ, ვარ მეომარი. მსაჯს ვუთხარი თუ უბედური შემთხვევა მოხდა და შეატყობ, რომ ვკვდები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამაჩერე, მანამდე არა. ეს ჩემთვის არაფერია", - თქვა დვალიშვილმა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მსაჯმა პეტერსონმა ბრძოლა არ შეწყვიტა პირველ რაუნდში, როდესაც მორაესმა დვალიშვილზე დიდი ზეწოლა მოახდინა. ალბათ ყველაზე სანახაობრივ ბრძოლას გამოტოვებდა გულშემატკივარი, გამარჯვება პირველ რაუნდში ბრაზილიელი მებრძოლისთვის, რომ მიენიჭებინათ. რადგან, ბოლო წლებში ერთ -ერთ ყველაზე საინტერესო დაბრუნება მეორე რაუნდში - სწორედ მერაბმა შემოგვთავაზა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიითვალა.

0.117877