ფეხბურთი

13:13 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ მალდინი: "მამა მომთხოვნია, მაგრამ რჩევებს მაძლევს და მეხმარება"

„მილანის“ მაისურით მალდინიმ ისევ გაიტანა - ჩეზარესა და პაოლოს შემდეგ დანიელმა და დინასტია გააგრძელა.

19 წლის ფეხბურთელმა პირველად ითამაშა სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში და სადებიუტო გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ დანიელ მალდინიმ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ძლიერი ემოციაა. საბედნიეროდ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ჯერ კიდევ უნდა გავაცნობიერო, რაც მოხდა. პიოლი ძალიან მაძლიერებს და ბევრ რჩევას მაძლევს, ის ძალიან მეხმარება. ის მეუბნება, რომ მშვიდად უნდა ვიყო. მამაჩემი ძალიან მომთხოვნია, რჩევებს მაძლევს და მეხმარება“, - თქვა 19 წლის თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „სპეცია“ 2:1 დაამარცხა და სერია A-ს 16 ქულით ლიდერობს.

0.119243