კალათბურთი

23:34 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და კუნძულელებმა 89:79 იმარჯვეს, მატჩის ბედი კი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა რვა ქულით მოიგეს და ეს გადამწყვეტი იყო.

გიორგი შერმადინს მორიგი სუპერთამაში ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 22:33 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მოათავსა კალათში, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა.

შერმადინის ეს მაჩვენებელი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და შედეგად, მატჩის MVP-ის ტიტული ერგო.

„ლენოვო ტენერიფეს“ 2 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს, მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, მადრიდში, „რეალთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13711