ფეხბურთი

19:57 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძით კმაყოფილი ვარ, მშვენივრად ითამაშა"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ბელგიელი სპეციალისტის თქმით, ის კმაყოფილია გიორგის თამაშით „ანდერლეხტთან“, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დაცვაზე დახმარება უწევდა.

“კმაყოფილი ვარ მისი მიდგომით და თამაშით. მას დაცვაში ძალიან ბევრი თამაში მოუწია, მაგრამ ეს ძირითადად გუნდის გამო, რომელმაც უკან ძალიან დაიხია. საუკეთესო ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და საჭირო არ არის მათ გარშემო ციხესიმაგრის აშენება. ნახევარმცველები, თავდამსხმელების კი უკან იწევდნენ. ვფიქრობ, მან მშვენივრად ითამაშა და შეასრულა დაცვითი მოვალეობები, ძირითადად ფლანგზე გადაწევა და მეტოქეების შეზღუდვა უწევდა“, - თქვა ვანჰაეზებრუკმა.

შეგახსენებთ, „ანდერლეხტისა“ და „გენტის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ჩაკვეტაძემ 66 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11145