ფეხბურთი

15:13 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ანსუ ფატი დაუბრუნდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანსუ ფატი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

როგორც „ბლაუგრანა“ იტყობინება, ფატი რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად შეფერხების გარეშე ვარჯიშობს.

ანსუ ფატიმ დაზიანება გასული წლის ნოემბერში მიიღო, შემდეგ ტრავმა გაურთულდა და მთელი სეზონი გაუცდა, ვერც ევრო 2020-ზე ითამაშა. ფატი „ბარსელონას“ მთავარი გუნდის წევრი 2019 წლიდანაა, ხოლო 2020 წელს დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111628