კალათბურთი

23:42 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 8 მოხსნა და მაკფადენის 18 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში თად მაკფადენის „მურისამ“ ბექა ბურჯანაძის სევილიის „ბეტისი“ ადვილად, 88:66 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა წინა ტურისგან განსხვავებით, როცა 17 ქულა მიითვალა, ამჯერად შედეგიანად ვერ ითამაშა. ბექამ 17:12 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ის მოხნებში გამორჩეული იყო და მეტოქის ფარზე ბურთი ორჯერ მოხსნა, ხოლო დაცვაში ექვსჯერ. ბურჯანაძემ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.

„მურსიას“ რიგებში მაკფადენმა 24:23 წუთშო 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თადმა 5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

“ბეტისსაც“ და „მურსიაც“ ორი ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგებათ აქვთ. სევილიელები მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, „მანრესას“ ესტუმრებიან, ხოლო მურსიელები იმავე დღეს ასევე სტუმრად „ვალენსიას“ შეხვდებიან.

0.117532