ფეხბურთი

20:25 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტით „ბარსელონაც“ დაინტერესდა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის ესპანეთში გადაბარგების შანსები გაიზარდა. 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, მადრიდის „ატლეტიკოს“ შემდეგ „ბარსელონაც“ დაინტერესდა და შესაძლოა იანვარში ფრანგი „ბლაუგრანას“ რიგებში ვიხილოთ.

როგორც Daily Mail-ი იუწყება, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონა“ ლონდონელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებას გაუკეთებს და იმედოვნებს რომ კლუბი დათანხმდება. ჯერჯერობით უცნობია თანხა, თუმცა ლაკაზეტი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და „არსენალმა“ შესაძლოა მისი გაყიდვა არჩიოს.

ფრანგი ფეხბურთელი „არსენალში“ 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 173 მატჩში 67 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მიკელ არტეტამ ფეხბურთელი მოედანზე სამ მატჩში გამოიყვანა და ფრანგმა ორჯერ გაიტანა გოლი. ლაკაზეტის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113917