ფეხბურთი

17:55 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "გულშემატკივრებმა არასდროს დამივიწყეს და მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან"

ბელგიური „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ 66 წუთი ითამაშა და მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგიმ თქვა, ძალიან კარგი გრძნობა იყო ძირითადში დაბრუნება და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციური იყო მოედანზე გასვლა. ერთი წელი გავიდა, რაც ბოლოს სასტარტოში ვიყავი. თავი ბავშვივით ვიგრძენი, ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიყავი. შესანიშნავი გრძნობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან მათ არასდროს დამივიწყეს. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. კარგი საღამო საღამო იყო“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის გუშინდლამდე „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლოს გასული წლის 15 სექტემბერს, ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში იყო.

0.121914