ფეხბურთი

14:49 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "არ გამიმართლა, ზიდანთან მუშაობა რომ მომიწია"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა აშრაფ ჰაკიმიმ ზინედინ ზიდანის შესახებ კომენტარი გააკეთა. 22 წლის მაროკოელის თქმით, არ გაუმართლა, ზიდანთან ერთად მუშაობა რომ მოუწია.

„რა შემიძლია ვთქვა ზიდანზე? ყველამ იცის, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, როგორც მწვრთნელზე, ვიტყვი, რომ არ გამიმართლა, მასთან ჩემი გზა რომ გადაიკვეთა. მადლობელი ვარ იმ ერთი წლისთვის, როდესაც მან მომცა „რეალში“ თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ყველამ იცით ეს როგორ დასრულდა“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, აშრაფ ჰაკიმი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2017-2018 წლების სეზონი გაატარა, 17 მატჩში კი 2 გოლი გაიტანა. შემდეგ ორი სეზონი იჯარით „დორტმუნდში“ დაჰყო და 73 თამაშში 12 გოლი გაიტანა, შარშან „ინტერში“ 45 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა და ამჯერად პსჟ-ში თამაშობს, რომლის მაისურით 9 თამაშში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117016