ფეხბურთი

11:05 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ლიგა 1-ში იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის შემტევმა ეს ჯილდო მეექვსედ მოიპოვა, რაც ლიგა 1-ის რეკორდია.

მბაპემ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლიგა 1-ში ხუთჯერ აქვს მოპოვებული.

აქვე გეტყვით, რომ კილიან მბაპემ აგვისტოში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11106