კალათბურთი

22:31 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ VTB ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო

მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო და პირველ ტურში მინსკის „ცმოკი“ ძალიან დიდი ანგარიშით, 92:44 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 14:51 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-სა გაუტოლდა, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ ნიკოლა მილუტონივს ჩამორჩა.

მოსკოვის ცსკა მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, „ზიელონა გორას“ შეხვდება.

0.169181