ფეხბურთი

17:57 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "იუვენტუსთან" კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

„იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა. იტალიურ მედიას კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

დიბალას „იუვესთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის კლუბისგან გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. ამ დრომდე მხარეები დაახლოებით 2 მილიონი ევროს გამო ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ არგენტინელს ასევე აქვს სურვილი, რომ „ბებერ ქალბატონში“ დარჩეს.

მოსალოდნელია, რომ პაულო ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე განაახლებს და „იუვეს“ რიგებში დარჩება. დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით 2015 წლიდან დღემდე 259 თამაშში 102 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102912