ფეხბურთი

1:35 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგისს თასს მესამე წრეში გამოეთიშა. „წითელმა ეშმაკებმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლეს და მარცხი განიცადეს.

მატჩის ბედი მანუელ ლანსინის მეცხრე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და „ჩაქუჩებმა“ პრემიერლიგაში განცდილი მარცხისთვის „მანჩესტერზე“ შური იძიეს.

აღსანიშნავია, რომ სულშერმა კრიშტიანუ რონალდუ განაცხადს მიღმა დატოვა, ისევე, როგორც პოლ პოგბა, რისი მიზეზიც ფეხბურთელების დასვენება იყო, ხოლო ბრუნო ფერნანდეში მეორე ტაიმში შეუშვა მინდორზე. ნორვეგიელის გუნდს ლიდერების დასვენება ძვირად დაუჯდა და უკვე გამოეთიშა ერთი ტიტულისთვის ბრძოლას.

თეგებიმანჩესტერი
0.114407