ფეხბურთი

1:00 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა და პირველი გამარჯვება იზეიმა. ტურინულ გუნდს სტუმრად „სპეციასთან“ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც მიაღწია და შინ 3 ქულა წაიღო.

„იუვე“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „სპეცია“ საგოლე მომენტებს იდეალურად იყენებდა. ანგარიში ტურინებმა გახსნეს. 28-ე წუთზე ადრიენ რაბიოს პასით მოიზე კინმა საჯარიმოს გარედან გაიტანა და ეს მისი პირველი გოლი იყო ტურინში დაბრუნების შემდეგ. თუმცა, 5 წუთში მასპინძლებმა გაიტანეს და თავი ჯაზიმ ულამაზესი გოლით გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტი „იუვესთვის“ კოშმარული გამოდგა და ანტისტემ წინ „სპეცია“ გაიყვანა. მაქს ალეგრის გუნდი მორიგი ფიასკოს საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ გარდატეხა თამაშში მაინც შეიტანა. ფედერიკო კიეზამ 66-ე წუთზე საჯარიმოში იაქტიურად და გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი მატიას დე ლიხტის ანგარიშზეა. ამრიგად, ტურინელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და 5 ქულას მოუყარეს თავი. „იუვენტუსი“ სერია A-ში ზედიზედ 19 თამაშია კარს მშრალად ვერ ინახავს და ამაზე უარესი მაჩვენებელი ისტორიაში ერთადერთხელ, 1955 წელს ჰქონდა, როცა მიჯრით 21 შეხვედრაში გაუშვა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონის საწყის 5 ტურში 8 გოლი მიიღო და უფრო ცუდი შედეგი მხოლოდ 2010-2011 წლების სეზონის საწყის 5 ტურში ჰქონდა, როდესაც 9 გოლი გაუშვა. ალეგრის გუნდში ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემების გადასჭრელად ტურინელებს ბევრი დრო ნამდვილად არ აქვთ.

„ინტერს“ ქულებით გაუტოლდა „მილანი“ და სერია A-ში ორხელისუფლიანობა დამყარდა. „როსონერიმ“ შინ „ვენეციას“ უმასპინძლა და მეორე ტაიმში ბრაჰიმ დიასისა და ტეო ერნანდესის გოლებით 2:0 აჯობა. სტეფანო პიოლის გუნდს ჩინებული სტარტი აქვს, 13 ქულა დააგროვა და სკუდეტოსთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია.

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 კინი (28), 1:1 ჯაზი (33), 2:1 ანტისტე (49), 2:2 კიეზა (66), 2:3 დე ლიხტი (72)

„სალერნიტანა“ – „ვერონა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კალინიჩი (7), 0:2 კალინიჩი (29), 1:2 გონდო (45), 2:2 კულიბალი (76)

„კალიარი“ – „ემპოლი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დი ფრანჩესკო (29), 0:2 სტულაჩი (69)

„მილანი“ – „ვენეცია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბრაჰიმ დიასი (68), 2:2 ტეო ერნანდესი (82)

თეგებისერია A
0.132246