სხვა

0:45 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარათონში მსოფლიო რეკორდსმენი კარიერას ასრულებს

მარათონის კენიელი მორბენალი, ქალთა შორის მსოფლიო რეკორდსმენი მარი კეიტანი კარიერას ზურგის ტრავმის გამო ასრულებს. 39 წლის კეიტანის ნიუ იორკის მარათონი ოთხჯერ აქვს მოგებული. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილს დასჯერდა. ნახევარ მარათონის 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა. მასვე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი მხოლოდ ქალთა გარბენებისთვის.

მისი მსოფლიო რეკორდის დროა 2 საათი, 17 წუთი და 1 წამი. მან ის ლონდონის 2017 წლის მარათონზე (გარბენში, რომელშიც მხოლოდ ქალი მორბენლები მონაწილეობდნენ) დააფიქსირა. ზურგის ტრავმა 2019 წელს მიიღო და ბევრი მკურნალობის მიუხედავად, ბოლომდე ვერ მოიშუშა.

„დამშვიდობების დრო დადგა. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელს დიდი ხნის წინ გადავაბიჯე, იმედი მქონდა, რომ კიდევ რამდენიმე წელს შევძლებდი ასპარეზობას. საკმაოდ წარმატებული 2019 წელი მქონდა, მაგრამ მის მიწურულს, ზურგის ტრავმა მივიღე და მის გამო, წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. პანდემიის გამო, ევროპაში სათანადო მკურნალობა ვერ მოვახერხე. როცა ტკივილები მიყუჩდებოდა, ვარჯიშს ვიწყებდი, მაგრამ პრობლემა ისევ თავს იჩენდა ხოლმე“, - ყვება კეიტანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115863