ფეხბურთი

20:40 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "სევილიასთან" ძირითად შემადგენლობაშია!

„ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება და გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველ კიპერს ნდობა ისევ გამოუცხადა და როგორც ჩანს, მას ძირითადი შემადგენლობის წევრად საბოლოოდ განიხილავს.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში ჩააატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 4 გოლი გაუშვა. „სევილია“ – „ვალენსიას“ მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.116795