ფეხბურთი

20:19 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი "ერ-რაიანში" გადავიდა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი კარიერას "ერ-რაიანში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ყატარული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი წლით გადავიდა აზიურ კლუბში ხამესი, ან რამდენი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს მის სანაცვლოდ. როდრიგესი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა და როგორც აღმოჩნდა ახალი გუნდისთვის ემზადებოდა.

ხამესი, რომელიც წლების განმავლობაში "პორტუს", "მონაკოს", მადრიდის "რეალის" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, "ევერტონში" 2020 წელს გადავიდა. გასულ სეზონში როდრიგესმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ცხრა საგოლ გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება "ერ-რაინს", გუნდს ფრანგი სპეციალისტი ლორან ბლანი წვრთნის და ბოლოს ყატარის ჩემპიონი 2016 წელს გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11695