ფეხბურთი

12:37 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 მატჩი და 2 გოლი: რადამელ ფალკაოს იდეალური სტარტი "რაიოში" (+VIDEO)

ვეტერანი კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს კარიერა „რაიო ვალეკანოში“ შესანიშნავად დაიწყო - 2 თამაში და 2 გოლი.

35 წლის კოლუმბიელი „ბილბაოსთან“ მატჩში მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და 96-ე წუთზე თავური დარტყმით ბასკების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).

რადამელი წინა ტურში „ხეტაფესთან“ თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და 10 წუთში გოლის გატანა მოახერხა. ფალკაო „რაიო ვალეკანოს“ მიმდინარე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11879