სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:42 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი ჯეკოს და დარმიანს ცვლიდა, მაგრამ სამ წუთში ორივემ გოლი გაიტანა!
ჯეკო: "ინძაგი ჩემს შეცვლას აპირებდა? ალბათ, რაღაც დალია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მილანის „ინტერის“ იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ფლორენციაში "ფიორენტინა" 3:1 დაამარცხა და გალიდერდა. აღსანიშნავია, რომ მილანური გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა (0:1) და 50-ე წუთზე სიმონე ინძაგი ორმაგი ცვლილების გაკეთებას აპირებდა.

დენზელ დუმფრისს მატეო დარმიანი, ხოლო ალექსის სანჩესს ედინ ჯეკო უნდა შეეცვალა. ისინი უკვე მზად იყვნენ მოედანზე შესასვლელად და თამაშში პაუზას ელოდნენ. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. 52-ე წუთზე დარმიანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3 წუთში ედინ ჯეკომ "ნერაძური" წინ გაიყვანა. ამრიგად, ფეხბურთელებმა, რომელთაც მწვრთნელი ცვლიდა, გოლები გაიტანეს და მატჩში გარდატეხა შეიტანეს. რა თქმა უნდა, სიმონემ დაგეგმილი ცვლილებები გადადო და მოგვიანებით განახორციელა.

მატჩის შემდეგ მან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ჯერ სკუდეტოს მოგებაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან მხოლოდ 5 ტური გავიდა.

„გოლამდე ჯეკოს შეცვლას ვაპირებდი, რადგან დაღლილი ჩანდა. გამიმართლა, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს. პერიშიჩი თავდამსხმელად დავაყენე და გაიტანა, სანჩესი კი სულ რაღაც 10 დღეა შემოგვიერთდა და ძალიან კარგად მუშაობს. ზოგჯერ ჩვენს ინსტიქტებს უნდა მივყვეთ. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ზეწოლა უნდა გაგვეგრძელებინა, რადგან „ფიორენტინა“ ალბათ ვეღარ შეძლებდა იგივე ტემპის შენარჩუნებას. გონსალესის გაძევების შემდეგ მეტის გაკეთება შეგვეძლო.

სკუდეტო? ზაფხულში მომხდარის შემდეგ უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. კლუბმა დაკარგა სამი ფუნდამენტური ფიგურა, ლუკაკუ, ჰაკიმი და ერიკსენი, მაგრამ ჩვენ არ დავეცით. ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, ჯერ მხოლოდ 5 ტური გავიდა და ჯერ ძალიან ადრეა, შემდეგი მიზანი „ატალანტასთან“ გამარჯვებაა“, - თქვა ინძაგიმ.

მატჩის შემდეგ ედინ ჯეკომაც იხუმრა იმაზე, რომ მწვრთნელი მის შეცვლას აპირებდა: "უნდა შევეცვალე? ალბათ, რაღაც დალია", - თქვა ბოსნიელმა. შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას 5 თამაშში მოპოვებული 13 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.125035
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X