ფეხბურთი

20:35 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრები, მესის და რონალდუს - არა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისმ „ოქროს ბუცი“ გადაეცა. პოლონელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა, შედეგად, ყველას აჯობა.

პოლონელმა ფორვარდმა კომენტარიც გააკეთა და ის მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება, არა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს:

„მე ყოველთვის საკუთარ თავს ვეჯიბრები. რასაც რონალდუ და მესი აკეთებენ, დიდხანს ვერავინ გაიმეორებს, მაგრამ მე ვიცი, რისი უნარიც მაქვს. საჭიროა მუშაობა და მეტოქეების პატივისცემა.

სხვა ჩემპიონატში თამაში? ამას მრავალი წელია მეკითხებიან, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ამ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობ, სადაც „ბაიერნი“ აჩვენებს, რამდენად კარგია მათ ფონზე და შედარების გაკეთება ადვილია. 100%-ით ორიენტირებული ვარ „ბაიერნზე“, სულ ეს არის. რა თქმა უნდა, ეს საუბრები ისევ დარჩება, მაგრამ მე საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემს ასაკს არ ვგრძნობ, ვიმედოვნებ, რომ წითელი ღვინო ვარ“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ 5 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109487