ფეხბურთი

17:32 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალან შირერმა პრემიერლიგის ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ალან შირერი ფიქრობს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მთავარი ფავორიტი ლონდონის „ჩელსია“. მისი აზრით, ტომას ტუხელის გუნდმა უკვე აჩვენა, რომ მისი შეჩერება რთული იქნება.

„პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყო, მაგრამ „ჩელსის“ უკვე ეტყობა, რომ მისი შეჩერება რთული იქნება. ტომას ტუხელის გუნდი შთამბეჭდავად გამოიყურება, მაშინაც კი თუ ისინი კარგად არ თამაშობენ ან რამე დაუგეგმავი მოხდება, მაგალითად, როგორიც იყო ჯეიმსის გაძევება „ენფილდზე“. „ტოტენჰემთან“ ბრწყინვალე გამარჯვებით „ჩელსიმ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და შესანიშნავი მწვრთნელი. მომდევნო მატჩი „მანჩესტერ სიტისთან“ აქვთ, მაგრამ ეს მათ არ აშინებთ. გასულ სეზონში „ჩელსიმ“ და ტუხელმა „სიტი“ დაამარცხეს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დარწმუნებული ვარ, ის კვლავ ემზადება პეპ გვარდიოლას დასამარცხებლად“, - თქვა შირერმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსის“ პრემიერლიგაში ჩატარებულ 5 ტურში 13 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილს „ლივერპულთან“ და „მანჩესტერთან“ ერთად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107735