ფეხბურთი

17:02 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი პსჟ-ს მომდევნო მატჩს გამოტოვებს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმირებულია და უახლოეს მატჩში "მეცის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

მესიმ მცირე დაზიანება „ლიონთან“ მატჩში მიიღო და შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შეცვლით ძალზე გაკვირვებული იყო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, მას სისხლჩაქცევები აქვს, ხოლო 48 საათში ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ს ღირსება სამჯერ დაიცვა და გოლი არ გაუტანია.

0.154399