ფეხბურთი

13:48 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შირერმა მიმდინარე პრემიერლიგის ფავორიტის ვინაობა დაასახელა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი BBC-ის მესვეტემ, ალან შირერმა განაცხადა, რომ მიმდინარე პრემიერლიგის ფავორიტად „ჩელსი“ მიაჩნია.

„მართალია, პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლა ახალი დაწყებულია, მაგრამ „ჩელსი“ უკვე ახლა ისე ძლიერად გამოიყურება, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ტომას ტუხელს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მაშინაც კი შთამბეჭდავები არიან, როცა რაღაც არ გამოსდით.

„ტოტენჰემთან“ ლამაზმა გამარჯვებამ კი ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ დიდებული შემადგენლობა და ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ.

შემდეგი მატჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ უწევთ. თუმცა, არ ეშინიათ გვარდიოლას გუნდის. გასულ სეზონში ტუხელთან ერთად მათ სამჯერ დაამარცხეს „ქალაქელები.“ მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.“ - ამბობს შირერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110494