ფეხბურთი

1:25 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "გრანადასთან" წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტური „კამპ ნოუზე“ დასრულდა, სადაც „ბარსელონა“ „გრანადასთან“ მთელი სათამაშო დროის განმავლობაში მარცხდებოდა, მაგრამ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა.

„გრანადა“ ძალიან სწრაფად მეორე წუთზე დომინგოს დუარტეს გოლით დაწინაურდა. უფრო კონკრეტულად მან გოლი 01:28 წუთზე გაიტანა და ეს არის 2005 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ გაუშვა. 16 წლის წინ უფრო სწრაფად კატალონურ გუნდს ფერნანდო ტორესმა გაუტანა (37-ე წამზე).

„ბარსელონას“ სიტუაციის შესაცვლელად ძალიან ბევრი დრო ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 90-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა. რონალდ კუმანმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო თავდასხმაში გადასწია და ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან სწორედ არაუხომ შეძლო „ბარსელონას“ წაგებისგან დახსნა.

„ბლაუგრანას“ სხვებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ოთხ თამაშში 8 ქულა დააგროვა, რაც ჯერჯერობით მეშვიდე ადგილისთვისაა საკმარისი.

„ბარსელონა“ – „გრანადა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დუარტე (2), 1:1 არაუხო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112754