სხვა

13:03 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022-ის ოლიმპიური ცეცხლი უმაყურებლოდ დაინთება

საბერძნეთის ხელისუფლებამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიისთვის თარიღი და ფორმატი განსაზღვრა. ღონისძიება 18 ოქტომბერს, ანტიკურ ოლიმპიაში მაყურებლის გარეშე გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით. ცეცხლის დანთების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება მხოლოდ 200 აკრედიტებულ სტუმარს შეეძლება. მათ შორის იქნებიან საბერძნეთის და ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის წევრები, ამ ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები.

ცეცხლის დანთების და მოკლე ესტაფეტის შემდეგ, ცეცხლს ათენში ჩაიტანენ, 19 ოქტომბერს კი ოლიმპიური თამაშების მთავარ სიმბოლოს ოფიციალურად გადასცემენ ჩინეთის მხარეს.

ტრადიციის თანახმად, შესაბამისი ღონისძიება გაიმართება "პანათინაიკოსის" სტადიონზე, მაგრამ მაყურებლების გარეშე. ოლიმპიურ ცეცხლი პეკინში იმავე დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრება.

ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მულტისპორტულ ასპარეზობათა უსაფრთხოდ ჩასატარებლად IOC და პეკინი-2022 იმავე პრინციპებით იხელმძღვანელებენ, როგორც ეს იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისას. შესაბამისი სახელმძღვანელო კრებულის გამოცემა ოქტომბერში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი წესებით, ყველა უცხოელს, რომელიც ჩინეთში ჩადის, 21-დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება აქვს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118773