ფეხბურთი

1:08 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის 8 სეივი "რეალთან" და ბოლო წუთზე წაგებული თამაში

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ცუდად დასრულდა.

„ვალენსია“ უგო დუროს გოლით 66-ე წუთზე დაწინაურდა და კარგა ხანს ინარჩუნებდა მშრალ ანგარიშს, რაშიც გიორგის წვლილიც იყო, რადგან მან შეხვედრა 8 სეივით დაასრულა. თუმცა, მადრიდელებმა კარის ჩარჩოში 10-ჯერ დაარტყეს.

86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის დარტყმა ვალენსიელთა მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ქართველი მეკარე ვერაფერს გახდა, გოლში ბრალიც არ მიუძღოდა, მაგრამ ორ წუთში კარიმ ბენზემას გოლის დროს, რამაც „სამეფო კლუბს“ გამარჯვება მოუტანა და გაალიდერა, შეცდა. ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მამარდაშვილი კარიდან გამოვიდა, მაგრამ ბენზემამ დაასწრო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშიშნავია, რომ გიორგიმ „მესტალიაზე“ პირველად გაუშვა გოლები და აქამდე მშრალი სერია ჰქონდა. „ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და 22 სექტემბერს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება.

0.207747