ფეხბურთი

13:38 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი: "ჩვენ "ბარსელონა" ვართ და ყველა ტურნირზე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ"

„ბარსელონას“ თავდამსხმელი მემფის დეპაი იმედიანადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსა“ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლას მოახერხებს.

„ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, მაგრამ წარუმატებლობისგანაც უნდა ვისწავლოთ. ახლა გვჭირდება გაერთიანება, რათა სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებთ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და წინ ბევრი მატჩია“, - თქვა დეპაიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მემფის დეპაიმ „ბარსელონაში“ სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

0.160454