ფეხბურთი

18:05 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "ბენზემასთან ჯანსაღი კონკურენცია მქონდა და ეს ორივეს დაგვეხმარა"

ამერიკული „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, ერთმანეთთან კონკურენცია ორივე ფეხბურთელს განვითარებაში დაეხმარა.

„კარიმ ბენზემასთან ჯანსაღი კონკურენცია მქონდა, 100%-ით დახარჯვა გვიწევდა. რონალდუმ პირველ სეზონში 26 გოლი გაიტანა, მე კი 27. გარდა ამისა, „რეალმა“ კაკა და ბენზემა იყიდა და შემდეგ დავფიქრდი: რამდენი გოლი უნდა გავიტანო სეზონში?

კარიმის ტრანსფერის წყალობით შემეძლო ჩემი საუკეთესო ვერსიის ჩვენება. კონკურენციამ მასაც შეუწყო ხელი, ბენზემა საოცარი თავდამსხმელია“, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „რეალში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა და 190 მატჩში 107 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110994