ფეხბურთი

12:04 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "ფიფა შესაცვლელია, ფეხბურთის პრობლემა აგენტებში არაა"

მინო რაიოლამ ფიფა გააკრიტიკა და თქვა, რომ ფიფაში თავი ფეხბურთის მეპატრონეები ჰგონიათ, მაგრამ ეს ორგანიზაცია მთლიანად შესაცვლელია. გარდა ამისა, რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმასა და პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა.

„ფიფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის პატრონია და მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება სურს. თუმცა, ფიფა არ ფლობს არცერთ ფეხბურთელს. ეს არის ორგანო, რომელიც მხოლოდ კამათს იწვევს და მთლიანად უნდა შეიცვალოს. აგენტები არ არიან ფეხბურთის ბოროტება, როგორც ამას ზოგი წარმოაჩენს. თუ როლს როისს ყიდულობ და არ მიდის, პრობლემა მძღოლში არ არის. კლუბის მფლობელებმა თუ არ იციან, როგორ მართონ კლუბები, ეს აგენტების ბრალი არაა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც მზად ვარ დავჯდე მაგიდასთან და სიტუაცია განვიხილოთ.

დონარუმა? ვწუხვარ ჯიჯოს მიმართ დამოკიდებულების გამო. მან ცხოვრებაში არჩევანი გააკეთა, ეს არ ყოფილა ღალატი. მას შეეძლო 4 წლის წინ წასვლა, მაგრამ არ წავიდა. „იუვენტუსთან“ ახლოს იყო? ვფიქრობ, რომ „იუვენტუსში“ უკვე ძალიან ნანობენ, რომ არ დაიმატეს და არა მხოლოდ „იუვენტუსში“. ნავასსა და მას შორის არანაირი ბრძოლა არ არის, ჯიჯო ითამაშებს.

პოგბა? მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ მომდევნო წელს იწურება. ჩვენ ვესაუბრებით „მანჩესტერს“ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ტურინი დარჩა მის გულში, „იუვენტუსში“ დაბრუნების შანსი არსებობს, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია „იუვეზე“, - უთხრა რაიოლამ იტალიურ მედიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114275