ფეხბურთი

21:43 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტიპე პერიცა - უეფას კონფერენს ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად თელ-ავივის "მაკაბის" ხორვატი თავდამსხმელი სტიპე პერიცა გახდა. ბალკანელს აღნიშნულ ნომინაციაში კონკურენციას იონას ვინდი, დარიო მარეშიჩი და ლორენცო პელეგრინი უწევდნენ, თუმცა გულშემატკივრების რჩეული პერიცა გახდა. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პერიცამ "ალაშკერტთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სტიპე "ზადარის" აკადემიის აღზრდილია და უთამაშია ისეთი გუნდებში როგორებიცაა "უდინეზე", "ფროზინონე" და "უოტფორდში". მიმდინარე სეზონში ხორვატმა თავდამსხმელმა ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

0.1311