ფეხბურთი

17:35 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კომანს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი კინგსლი კომანი გულზე პრობლემების გამო გუნდს გამოაკლდა.

კომანს გამოკვლევები ჩაუტარდა და გულზე პრობლემები წარმოჩინდა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს. როგორც იულიან ნაგელსმანმა თქვა, ამჟამად ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება.

„კინგსლის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მას გულის არითმია ჰქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მალე თამაშს მოახერხებს. ბოლო პერიოდში ცუდად სუნთქავდა და ნაკლები ინტენსივობით თამაშობდა, საბედნიეროდ, პრობლემა მალე აღმოვაჩინეთ. პატარა ოპერაცია იყო და დარწმუნებული ვარ, მალე დაბრუნდება“, - აღნიშნა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა ყველა ტურნირზე ოთხი უგოლო მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098688